ვებგვერდი ან აპლიკაცია გინდათ? ტესლას პროგრამისტი დაგიწერთ. მართლა. გადასარევ დიზაინს და კონტენტ მარკეტინგსაც ჩვენ ვიკისრებთ. მოდი, გველაპარაკე.
სერვისებინება მოგვეცით, გაგეცნოთ.
თქვენს სოფტ/მარკეტინგულ უზრუნველყოფაზე იზრუნებენ ადამიანები, რომლებსაც უმუშავიათ Tesla-სთვის, TBC-სთვის, CENN-ისთვის, York Towers-ისთვის...
პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, ციფრული მარკეტერები, კოპირაიტერები და პროდუსერები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ საერთაშორისო ბაზარზე.
აბა, როგორ ჟღერს?
მოდით, თამამად გეტყვით - ვაპირებთ ის საძაგელი სიცარიელე შევავსოთ, რაც ასე მოენატრა ბრენდის ადამიანებთან კომუნიკაციას.
როდის გაქვთ პროექტის ბოლო ვადა? გუშინ? მაშინ, განაგრძეთ კითხვა.
ხმის ძალით დაბოხების გარეშე გეტყვით: ეგზომ გაციფრულებულ სამყაროში, სადაც ყველაფერი სმარტფონშია მოქცეული, გვინდა მომხმარებლის ონლაინ-შოპინგი ბედნიერ მოგზაურობად ვაქციოთ.
ამიტომ ვართ აქ, რომ თქვენ ბრენდს სასწრაფო და გადაუდებელი გამოწვევების გადალახვაში დავეხმაროთ.
შეგვიძლია ამაზე ბევრი გესაუბროთ, თუმცა, თქვენი დრო მეტისმეტად ფასეულად გვეჩვენება. ამიტომ, მოკლედ და გულახდილად გეტყვით: იმ გიჟურ ყოველდღიურობაში, რასაც ახლა მთელი სამყარო გადის, ბრწყინვალედ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის პროექტი, რომლის შესაქმნელადაც მოგვმართავთ.
და რაკი, უკვე დახარჯეთ თქვენთვის ძვირფასი ორიოდე წუთი, მთელი ამ ტექსტის წასაკითხად, უბრალოდ, მადლობა თქვენი დროისა და ნდობისთვის, რომელსაც აუცილებლად გავამართლებთ.